KA030178085752417

№ 01-18437 22 / აგვისტო / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმების XXX დანართი მოიცავს იმ ევროდირექტივების ჩამონათვალს, რომლებიც შეეხება შრომისა და დასაქმების სფეროში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივითა (რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების შესახებ) და 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივით (დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ) განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შემდეგ საქართველოს ორგანულ კანონებში და საქართველოს კანონებში:

1.                  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

2.                  საქართველოს ორგანული კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“;

3.                  საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;

4.                  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

5. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;

გიგზავნით ზემოთ დასახელებული კანონების ცვლილებების პროექტებს და გთხოვთ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დაავალოთ შესაბამის სამსახურს შემდგომი პროცედურების წარმოება.

დანართი: 67 გვ.

პატივისცემით,

 

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელზა ჯგერენაია